რუსული არმიის შესახებ "ფეიკების" საქმეზე მოსკოვის სასამართლომ ოპოზიციონერ ილია იაშინს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ილია იაშინი ერთ-ერთი ბოლო ოპოზიციონერი იყო, რომელიც არ იყო დაკავებული ან ქვეყნიდან გაქცეული. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მან ღიად ანტისაომარი პოზიცია დაიკავა.
სასჯელის მოხდის შემდეგ მას 4 წლით ინტერნეტით სარგებლობა აეკრძალება. პროკურატურა იაშინისთვის 9 წლიან პატიმრობას მოითხოვდა.
სისხლის სამართლის საქმე აპრილში იაშინის სტრიმის შემდეგ აღძრეს, სადაც მან ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაზე ისაუბრა. ბრალდების მხარის ვერსიის თანახმად, პოლიტიკოსმა პოლიტიკოსმა "შეგნებულად ცრუ ინფორმაცია პოლიტიკური სიძულვილის ნიადაგზე" გაავრცელა, თუმცა "იცოდა", რომ რუსეთი ზომებს "მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად" იღებდა.
იაშინმა სასამართლოზე ბრალი არ აღიარა. მან განაცხადა, რომ თავის მოიყვანა როგორც უკრაინის პოზიცია, ისე რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების პოზიციები.